რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება პოლიტიკურ პროცესში, მით უკეთესი კონკურენციისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, რომ უფრო მობილიზებულები ვიქნებით, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დავით უსუფაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაპირება შესრულდება.
„რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება პოლიტიკურ პროცესში, მით უკეთესი კონკურენციისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, რომ უფრო მობილიზებულები ვიქნებით, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ შევასრულებთ ყველაფერს, რასაც ჩვენს მოსახლეობას დავპირდით. ეს არის სიღარიბის დაძლევა, სამართლიანობის შეგრძნების აღდგენა, მათ შორის სოციალური სამართლიანობისა. თუ გავატარებთ იმ რეფორმებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, არ მგონია დიდ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული 2020 წლის არჩევნების მოგება“, – განაცხადა ზოიძემ.