ყველამ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაკითხვის პროცესი მოხდეს ფსიქოლოგებთან ერთად, რათა ბავშვებმა მიიღონ მინიმალური სტრესი,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ, საგამოძიებო კომისიაში „ხორავას ქუჩის“ საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხის შესახებ განაცხადა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამი არასრულწლოვანი საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფების მეშვეობით იკითხება.
„არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, ეს არის დახურული დაკითხვები. ყველამ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი მოხდეს ფსიქოლოგებთან ერთად, რომ ბავშვებმა მიიღონ მინიმალური სტრესი. იკითხებიან ისეთი მეთოდით, რომ ერთი მხრივ, მიიღონ მინიმალური სტრესი და მეორე მხრივ, ინფორმაცია იყოს სანდო,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.