სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, სახელმწიფო გამოყოფს თუ არა რთველის დასაბინაველად სუბისედებს ეს თვის ბოლომდე გადაწყდება.
"აგვისტოს ბოლომდე სახელმწიფოს ექნება გარკვეული ინფორმაცია თუ რა რაოდენობის მოსავალი იქნება 2010 წლისთვის", _ განაცხადა კვეზერელმა.
კახეთის რეგიონში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, რთველი კახეთში 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 40 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და სუბსიდიისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფს.