სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განმარტებით, "რთველი 2010"-ის წარმატებით ჩატარებას პრობლემები არ შეექმნება და გლეხი მოსავლის მთლიანად დაბინავებას შეძლებს.
მინისტრის განცხადებთ, წელს მოსახლეობიდან ყურძენს 20-ზე მეტი კომპანია ჩაიბარებს, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია.
"მოსახლეობიდან ყურძენს 20-ზე მეტი ქარხანა მიიღებს და სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დავეხმაროთ კახელ გლეხს ყურძნის რეალიზაციაში. თუმცა დახმარება გაეწევა არა მარტო კახელს, არამედ იმერელ და რაჭველ გლეხებსაც", _ განაცხადა კვეზერელმა.