სამეგრელოს რეგიონში არასაპატიმრო სასჯელთაღსრულებისა და პრობაციონერთა ეროვნული სამსახურის დახმარებით კიდევ ორი პრობაციონერი დასაქმდა.
პირობით მსჯავრდებულები სამსახურში სამშენებლო კომპანიამ აიყვანა.
საწყის ეტაპზე ისინი ცაიშის საჯაროს სკოლის სარემონტო სამუშაოებზე იმუშავებენ და ხელფასის სახით თვეში 400 ლარს მიიღებენ.
სამეგრელოში ამ დროისთვის სულ 8 პრობაციონერია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი სამშენებლო სამუშაობზე, ნაწილი კი, ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს.