იაპონიის საელჩო საქართველოში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ბათუმში იაპონური კულტურის დღეებს იწყებს.
დღეს და ხვალ ზღვისპირა ქალაქში სამი კულტურული ღონისძიება გაიმართება. იაპონური კულტურის დღეები დღეს 17.00 საათზე ტრადიციული იაპონური ჩაის დეგუსტაციის ცერემონიით და ტრადიციული იაპონური თეატრ "ნო"-ს წარდგენით გაიხსნება.
ხვალ კი ბათუმის თოჯინების თეატრში ტრადიციული იაპონური თოჯინების შესახებ ლექცია ჩატარდება.
ტრადიციული იაპონური თოჯინების ნახვა დამთვალიებელს აჭარის ხელოვნების მუზეუმში შეეძლება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მეუღლის კერძო კოლექცია. გამოფენა 5 სექტემბრამდე გასტანს.