გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გავიარეთ ყველა ჩვენება, რაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს საქმის მასალებიდან გამომდინარე. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აქ აღარ გავჩერდები, გარეთ გავალ. დღევანდელ ღამეს აქ არ გავატარებ, - განაცხადა ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია არ დასწრებია, თუმცა შეხვედრით კმაყოფილია. სარალიძეს შეხვედრის შინაარსზე ჟურნალისტებთან დეტალურად არ უსაუბრია.
"დავარწმუნეთ იმაში, რომ საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ კალანდიას ბრალი წარედგინოს. შევთანხმდით კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე, თუმცა ამაზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც მოცემულობას ხელი არ მინდა შეეშალოს. რაც შეეხება იმას, თუ რა მითხრეს კალანდიასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვისაუბრეთ, მაგრამ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რათა ხელი არ შევუშალო პროცესს",- აცხადებს სარალიძე.