ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დღეს მოუწიათ იმინფრომაციის უარყოფა, რასაც საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე სასამართლოსა და კომისიის სხდომაზე აცხადებდა. საქმე ეხება ჩხუბში მიხეილ კალანდიას მონაწილეობას.
„ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ფარდულის ეპიზოდში, რომელიც განსაზღვრავს კალანდიას როლს, არის სად იდგა ჩხუბის დაწყების დროს კალანდია. ჩვენებებით ჩანს და შსს-ს წარმომადგენლებმა დღეს დეტალურად დაადასტურეს, რომ კალანდია დგას ფარდულის შესასვლელთან და ჩხუბის დაწყებისთანავე შედის ფარდულში. პროკურატურამ კი სასამართლოში და მერე კომისიაზეც გვითხრა, რომ კალანდია დგას 8-9 მეტრში ფარდულიდან, ანუ არკასთან. შსს-ს დღეს მოუწია იმის თქმა, რომ გამოძიების მიხედვით ეს მცდარი ვერსიაა და შესაბამისად ფხაკაძემ რაც გვითხრა არ დასტურდება გამოძიებით“, - აღნიშნავს ხოშტარია.
როგორც ის განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სხდომაზე დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა არ გამოცხადდა, მას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„პოლიციის მაღალჩინოსანი ბატონი სიგუა დღეს ავად გახდა, ტელეფონს არ პასუხობდა, გვემალებოდა ჯერ საბუთიც არ წარმოუდგენია. აუცილებლად დაიკითხება ეგეც სიცხე როცა დაუწევს“, - აცხადებს ხოშტარია.