დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე მოცულობაში პატარავდება. ასეთი დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმა საკუთარი აღმოჩენის საფუძველზე გააკეთეს.
ასტრონომებმა მთვარეზე დიდ ხანია შეამჩნიეს წარმონაქმნები, რომელიც სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. საუბარია 10 მეტრამდე სიმაღლის კლდოვან "წამონაზარდებზე".
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პროცესი რომელმაც მთვარის "მსხვრევა" გამოწვია გლობალურ მაშტაბებს ატარებდა.
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გაცივების შედეგად თანამგზავრის ბირთვი მოცულობაში შემცირდა, რამაც მისი ზედაპირის შემცირება გამოიწვია.