უმრავლესობის პოზიციაა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი პროკურორის შერჩევის პროცედურას არეგულირებს, სადაც მონაწილეობენ არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა და პარლამენტი.
„უმრავლესობის პოზიციაა, რომ პროცესი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს. კანონი პროკურორის შერჩევის პროცედურას არეგულირებს, სადაც მონაწილეობენ არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა და პარლამენტი. როცა კანდიდატურა პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, მზად ვართ, საკითხზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.