თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა მოშორდეს იუსტიციის სამინისტროს და საპროკურორო საბჭოს, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს კონკურსი უნდა შეჩერდეს, სანამ არ გაიმართება მთლიანად წესი, სანამ არ ჩამოშორდება ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი.
„მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი უნდა შეჩერდეს, სანამ არ გაიმართება მთლიანად წესი, სანამ არ ჩამოშორდება ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის და გააუმჯობესებს თავად საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესს, მაგრამ ამ ხარვეზიანი წესითაც კი ჩვენ ვთავაზობთ ღირსეულ კანდიდატურას, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას მის კონკურენტებზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.