პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, მარიამ ჯაში მთავრობის სტრუქტურის ცვლილების მხარდაჭერისგან თავს იკავებს და ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ის განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ პორექტში გარკვეული ცვლილეებია შესატანი.
ამის შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ გუშინ მას ჰქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც უმრავლესობის ლიდერთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან.
"მე ჩემი პოზიცია გუშინ საჯაროდ დავაფიქსირე. განათლების კომპონენტში აბსოლუტურად ვეთანხმები სახელოვნებო და სპორტული განათლების ინტეგრაციას, თუმცა მრჩება გარკვეული კითხვები სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია კოლეგებისთვის ცნობილია. დაველოდოთ მათ პოზიციას, მაგრამ თუკი თანხმობა იქნება გაერთიანებასთან დაკავშირებით, ჩემი პრინციპული თხოვნა იქნებოდა მთავრობისადმი, რომ კულტურის მიმართულებით მოადგილეს განსაკუთრებული პოზიცია მიენიჭოს, პირველი მოადგილის სტატუსში. ასევე, კულტურის სფეროს დაფინანსება და პრიორიტეტულობა ჩემთვის საპარლამენტო ზედამხედველობის მთავარი აქცენტი გახდება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.