„შსს-ს დეტექტივ-გამომძიებლებისგან ჩვენ საკმაოდ ბუნდოვანი პასუხები მივიღეთ,“ - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ, განაცხადა.
,,ჩვენ შსს-ს წარმომადგენლებს უკვე დავუსვით რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა და საკმაოდ ბუნდოვანი პასუხები მივიღეთ. დღეს ეს პროცესი გაგრძელდება და საზოგადოება მათგან საჯაროდ მოისმენს, თუ რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ, რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ და რა იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ნაბიჯებს არ თუ ვერ დგამდნენ," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
კახიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ კომისიის მიერ გამომძიებლების დაკითხვა დღეს გაგრძელდება.