მისასალმებელი და სიმბოლურია, რომ ეს საბჭოთა ტიპის დაწესებულება, რომლიც თავდაპირველად არც იყო შექმნილი გრძელვადიანი პატიმრობისთვის, დღეს დაიხურა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო და საცხოვრებელი პირობები უტოლდებოდა ნამდვილად არასათანადო მოპყრობას.
„აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო და საცხოვრებელი პირობები, ვფიქრობთ, რომ უტოლდებოდა ნამდვილად არასათანადო მოპყრობას. წლებია, რაც სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო, რომ დახურულიყო ეს დაწესებულება. მისასალმებელი და სიმბოლურია, რომ ეს საბჭოთა ტიპის დაწესებულება, რომლიც თავდაპირველად არც იყო შექმნილი გრძელვადიანი პატიმრობისთვის, დაიხურა დღეს. იმედს გამოვთქვამ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი რეფორმა გატარდება პენიტენციალურ სისტემაში, რადგან მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, არსებობს საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით პრობლემები, გადატვირთულობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე ტიპის დახურული დაწესებულებების არსებობას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების გაძლიერებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ მიმართულებით გაძლიერდება რეფორმები”, - განაცხადა ლომჯარიამ.