3 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ( ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა 8/10 ) X საერთაშორისო ფესტივალ “ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა. 2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 27, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.
ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია „არტ ალიანსი“.