საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა.
მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.