არ არის აუცილებელი, რეკომენდაციები კომისიის სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზვიად კუპრავას დაკითხვა ტექნიკური საკითხია და როდის მოხდებოდა მისი დაკითხვა მნიშვნელობა არ აქვს.
„რეკომენდაციები თანხვედრაშია რეგლამენტთან. შეიძლება ვიღაცას ინტერპრეტაცია ჰქონდეს ცალკეულ მუხლთან, მაგრამ კომისიას ეს შეუძლია. რეკომენდაციები არ არის აუცილებელი, გაიცემოდეს სამუშაოს დასრულების შემდეგ. კომისიას ასევე შეუძლია რეკომენდაციების გაცემა მუშაობის პროცესშიც. კომისია მუშაობს რამდენიმე კვირაა, რეკომენდაციები შემუშავებულია საქმის მასალების მიხედვით. რაც შეეხება კუპრავას, ეს ტექნიკური საკითხია და როდის მოხდებოდა მისი დაკითხვა მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.