ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტს, ირაკლი ნოზაძეს ღუდუშაურის კლინიკიდან დღეს გაწერენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კლინიკაში განუცხადეს, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 27 ივნისს მოხსნეს.
ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ორ ქალს, თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას თბილისის საქალაქო საასმართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.