ამ წუთებში, ღუდუშაურის კლინიკაში ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტის, ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფრომაციით, მომღერალი მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ჩვენებას კატეგორირიულად არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჯანჯღავამ მას 250 ლარი ამფეტამინის შესაძენად მისცა.
ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 27 ივნისს მოხსნეს.
ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ორ ქალს, თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას თბილისის საქალაქო საასმართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.