ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატს ოფისის დასაქირავებლად 500 ათასი ლარი გამოეყოფა.
როგორც გაგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
„სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოიყოფა დაახლოებით 500 ათასი ლარი სარეზერვო ფონდიდან. ამის მიზანია სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის დაქირავება, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებამდე“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
ცნობისთვის, აპარატმა შენობის ავარიულობის გამო მუშაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა.