სამეგრელოში, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების 6-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი გაიხსნა.
სამუშაობი ივნისში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ადგილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და გაკეთდა საგზაო ნიშნები.
სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და ის 1,5 მილიონი ლარი დაჯდა.
სამეგრელოში ახალი გზის გახსნას საავტომობილო გზების თავმჯდომარე რამაზ ნიკოლეიშვილი და რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია დაესწრნენ.