საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სანაკოევის სიით ვერავის რომ ვერ მიმართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო არ არის აღნიშნულ სიაში ვის ჩაწერენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, ქართულ მხარეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ეთნიკური ნიშნით არ გაუკეთებია.
„საქართველოს მოქალაქეა ოსიც, აფხაზიც და ქართველიც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, იმყოფებიან და, რომელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ერთმა ეთნიკურმა ჯგუფის მიერ მეორის მიმართ. ამ კონტექსტში თუ რამე ინფორმაცია და პათოსით იქნება მოწოდებული, უნდა განვიხილოთ. რა მოყვება ამას, მეორე საკითხია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს წინააღმდეგ „შავ სიას“ ადგენს.