მტკვარში 18 წლის ბიჭი გადახტა. ინციდენტი მეტეხის ხიდთან წუხელ მოხდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მივიდნენ, რის გამოც ომარ ჯიმშელეიშვილის გადარჩენა შესძლეს.
მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯიმშელეიშვილი მტკვარში გადახტომის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.