„სამწუხაროა, რომ გარდაცვლილი ადამიანების მიმართ ვითხოვთ სანქციების დაწესებას და ვუკრძალავთ უცხოეთში წასვლას,“ - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, გააკეთა.
მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უწყებები და სპეცსამსახურები ცუდად მუშაობენ.
„სამწუხაროა, რომ გარდაცვლილი ადამიანების მიმართ ვითხოვთ სანქციების დაწესებას და ვუკრძალავთ უცხოეთში წასვლას. არ მინდოდა ამ საკითხზე ქილიკი, თუმცა, ჯიუტად იცავთ საქართველოს ხელისუფლების უუნარობას. მათ არავითარი წარმოდგენა არა აქვთ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობენ სპეცსამსახურები, შესაბამისი სამინისტროები. სია უნდა იყო უფრო ფართო. ამ სიაში უნდა მოხვდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ სიაში უნდა იყვნენ შესული რეალური დამნაშავეები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ძირითადი შემოქმედნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების,“ - განაცხადა გოცირიძემ.