„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლელა ქებურიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამეგრელოს გუბერნატორის ჩანაცვლებას მისივე მოადგილით გეგმავს.
ამის შესახებ ქებურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
„როგორც ხმები დადის, სავარაუდოდ, იმის სადემონსტრაციოდ, რომ სურს რეგიონში ნამდვილად განახორციელოს ცვლილებები, ბატონი მამუკა აპირებს გუბერნატორის ჩანაცვლებას მისი მოადგილით დავით კოდუათი, რომელიც ყველა იმ მანკიერებაზეც არის პასუხისმგებელი, რომელსაც ადგილი აქვს სამეგრელოს მუნიციპალიტეტში. ამიტომ მოვუწოდებ ბატონ მამუკას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ადეკვატურად შეაფასოს ადგილზე მოვლენები. თუ უფრო მონდომებული იქნება, სხვა პრობლემებსაც აღმოაჩენს ადგილზე,“ - განაცხადა ლელა ქებურიამ.