„თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივები თბილისის აღმშენებლობისთვის უპრეცედენტოა,“ - ამის შესახებ განცხადეა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, გააკეთა.
ის ამბობს, რომ დარწმუნებულია, „განვითარების ამ ტემპით, ქალაქში მალე დიდი წინსვლა იქნება“.
"ის პროექტები, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, თავისი მასშტაბებით და შინაარსით უპრეცედენტოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტემპებით ქალაქში ძალიან მალე დიდ ხელშესახებ წინსვლას ვნახავთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ეკოლოგიის, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საკითხი, რომელთა უფლებების დასაცავად პირველად სწორედ კახა კალაძემ გადადგა ქმედითი ნაბიჯები. ამ კონკრეტული ქმედებების შედეგი იქნება ის, რომ ეტაპობრივად ათასობით ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ," - განაცხადა კილაძემ.