„მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების მიზანია, მივიღოთ უფრო მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა და სისტემა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტის განხილვას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყებს.
“საქართველოს მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია შესაბამისი ინიციატივა და სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირას დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას. ამ ცვლილებების მიზანია, რომ მივიღოთ უფრო მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა და სისტემა. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა განვიხილოთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი,“ - განაცხადა კობახიძემ.