ქართული ოცნების წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა არ გადადგომის საკითხი მმართველ გუნდში საერთოდ არ განიხილება. ეს პრემიერ მინისტრის გადასაწყვეტია და შესაბამისად არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების საკითხთან. ამის შესახებ განცხადება გია ოლსკიმ ჟურნალისტენთან დღეს გავრცელებული იფნრომაციის საპასუხოდ გააკეთა.
უმრავლესობის ნაწილი დღეს ვარაუდობდა, რომ თუკი თეა წულუკიანი ხელისუფლებაში დარჩება შესაძლოა ამან პროცესები ისე დაძაბოს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდეს საჭირო. ამ ინფორმაციას ქართული ოცნების უდიდესი ნაწილი არარეალურს უწოდებს და ამბობენ, რომ ეს არის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის კომენტარის არასწორი ინტერპრეტირება.
„ვადამდელი არჩევნები არის ქვეყანაში იმ დონის პოლიტიკური არასტაბილურობის მაჩვენებელი, რომ, შესაძლოა ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს და რაც მთავარია ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. რაც მთავარია მე ვფიქრობ რომ მთავრობა იმდენად ეფექტიანი იქნება რომ ეს საკითხი საერთოდ არ დადგება“ - განაცხადა ვოლსკიმ.