დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ეს განცხადება არასერიოზული იყო.
„თეა წულუკიანთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც კახა კახიშვილთან. რომელი მინისტრი დარჩება, ეს გემოვნების საკითხია. დავით ჭიჭინაძის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს განცხადება არასერიოზული იყო. დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს. ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს, ჩვენი განვითარების ტემპები არ გვაწყობს, მაგრამ განვითარების ტემპების მეტ-ნაკლებად მისაღები დონე კრიზისს არ ნიშნავს. კრიზისს ვერ ვხედავ, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და წინსვლა უნდა დავაჩქაროთ. ჩემთვის მისაღები იქნება გრძელვადიანი, 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა “, – განაცხადა ოქრიაშვილმა.