პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ მას მირზა სუბელიანთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მომხდარში სუბელიანის შვილის მონაწილეობის შესახებ დაკითხვის დროს შეიტყო.
ამის შესახებ განცხადება ზვიად ფხაკაძემ დღეს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილეობდა სუბელიანის შვილიც, ეს უშუალოდ დაკითხვის დროს, ან დაკითხვამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო.
„ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაძლოა ნახევარი საათით ადრე. თავად მირზასთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, თუმცა კომუნიკაცია არ მქონია,“ - განაცხადა ფხაკაძემ. აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძეც აცხადებს, რომ მანაც დაკითხვის დროს შეიტყო აღნიშნულის შესახებ.