ამერიკული გრუვ-მეტალ ჯგუფ „Pantera“-ს დრამერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვინი პოლ ებოტი დღეს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის ოფიციალურ "Facebook" გვერდზე ავრცელებენ.
"ვინსენტ პოლ ებოტი გარდაიცვალა. ცნობილი ასევე როგორც ვინი პოლი.... არანაირი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ოჯახი ითხოვს მოცემულ სიტუაციაში გამოიჩინოთ პატივისცემა მისი პირადი ცხოვრების მიმართ“ - ნათქვამია მოხსენებაში.
ცნობისთის ჯგუფი „Pantera“ დაარსდა 1981 წელს, სკოლის მეგობრების მიერ. მის პირველივე შემადგენლობაში შედიოდა ვინი პოლი და მისი უმცროსი ძმა. მთელი კარიერის განმავლობაში ჯგუფმა გამოსცა ცხრა სტუდიური ალბომი. გაყიდა 40 მილიონზე მეტი ფირფიტა და ოთხჯერ იყო „გრემის“ დაჯილდოვებაზე ნომინირებული.
2003 წელს „Pantera“ დაიშალა და ძმებმა შექმნეს ახალი ჯგუფი სახელწოდებით „Damageplan“.