კრემლს რუსეთის ფედერაციაში "რეგიონალი პრეზიდენტების აღლუმი" დისკომფორტს უქმნის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
"ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ კრელმს არ უნდა ამდენი პრეზიდენტის არსებობა. მათ უნდათ, ყველა ამ პრეზიდენტის სტატუსი შეცვალონ და დაარქვან, ვთქვათ, რესპუბლიკის მეთაური, ან სხვა რადგანაც მათ სიტყვა პრეზიდენტი დისკომფორტს უქმნის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არეშიძემ.
მისი თქმით, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს მოახდინოს იმ მიდგომების ლიკვიდირება, რომელიც თავის დროზე ელცინს ჰქონდა.
"დღეს რუსეთი ორიენტირებულია თავისი რესპუბლიკების უფლებების შეზღუდვაზე. ამით კადიროვმა გაახმაურა არა რეგიონალური პრეიდენტების, არამედ კრემლის სურვილი", - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი გამოვიდა ინიციატივით ქვეყანაში "რეგიონალური პრეზიდენტების აღლუმის" შეწყვეტის შესახებ.
"ერთიან სახელმწიფოში უნდა იყოს მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, ხოლო სუბიექტებში პირველი პირებს, შესაძლოა, რესპუბლიკის მეთაური ერქვათ", - განაცხადა კადიროვმა.
კადოროვის ინიციატივა "მოიწონა" რუსეთის მმართველმა პარტიამ, რომელიც მზადაა, კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს დაუჭიროს მხარი.