ჩემი პირადი აზრით უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა გონივრული პოზიცია დაიკავა, რომ მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქო გამოკვეთს თავის პოზიციას.
„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესულურად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.