“ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა,“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნასა და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ჩვენი დელეგაცია, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხს თანათავმჯდომარეებს აწვდის და ძალიან მკაფიოდ და მწვავედ განიხილავენ ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არც ერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას," - განაცხადა ზალჟალიანმა.