დღეს, 18 აგვისტოს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №32 აუქციონი.
ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 17 000 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 10 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 5.
აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.58%, მაქსიმალური 10.45%, საშუალო შეწონილი 9.952%.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №33 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 20 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები