დღეიდან დაიწყო ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი რომში, სადაც იგი შეხვედრას მართავს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ხელმძღვანელობასთან.
ვიზიტისას განიხილება საქართველო-IFAD-ის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის დახმარების პერსპექტივა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსების კუთხით.