აშშ აცხადებს, რომ გადის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობიდან.
გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა ნიკი ჰეილმა საბჭოს "ფარისევლური ორგანიზაცია უწოდა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს გამოხატავს და რომელიც აბუჩად იგდებს ადამიანის უფლებებს“.
მან საბჭოდან გასვლის შესახებ ვარაუდი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოთქვა.
ჟენევაში დაფუძნებული გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა და ხშირად იყო კრიტიკის მიზანი, რადგან მის შემადგენლობაში შედის ქვეყნები საეჭვო რეპუტაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუკი აშშ დარჩებოდა საბჭოს შემადგენლობაში.
„სამწუხაროა, თუმცა მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა ვაშიგტონის მხრიდან. ვფიქრობ ამერიკამ უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და არ უნდა ჩამოშორდეს მას" - წერს გუტერეში თავის "twitter"-ზე