რუსეთის შემდეგ ხორბალზე შეზღუდვებს უკრაინაც აწესებს. უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2010 წლის ბოლომდე შეზღუდოს ხორბლის ექსპორტი, რათა უზრუინველყოს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლაი პრისიაჟნუკმა ქვეყნის აგრალური კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. აღნიშნულის მისაღწევად ქვეყანაში შემოღებული იქნება კვოტირებული შეჯერებული მოცულობა 2,5 მლნ ტონა.
დღეს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს საკითხს კვოტების მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორბლის მწარმოებლებთან იქნება შეთანხმებული. აგროპოლიტიკის სამინისტრო ეთანხმება წლის ბოლომდე მხოლოდ 2,5 მლნ. ტონის ექსპორტს. აღნიშნულ მოცულობაში გათვალისწინებული არ არის 1 მლნ. ტონა ხორვბალი, რომელიც პორტებში იმყოფება. კვოტოირება არ შეეხება სიმინდს.