დღეს, 18 აგვისტოს, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმეკილომეტრიანი დენის ძალოვანი კაბელის დემონტაჟი დასრულდება.
როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, სამუშაოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ რაფავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაათვალიერებენ.
დაზიანებული ძალოვანი კაბელის გამო ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 10 წლის განმავლობაში ხარვეზებით მიეწოდებოდათ. წვიმისა და ქარის დროს ხშირად კაბელი წყდებოდა, რაც დენის მთლიანად გათიშვას იწვევდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობა დენს შეუფერხებლად მიიღებს.
მერიის 120-დღიანი პროგრამის ფარგლებში, რაფავა მოსახლეობას მიმდინარე და სამომავლო პროექტებსაც გააცნობს.