2009 წელს ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეინიშნება, _ ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება. მათივე ინფორმაციით, 2008 წელს მიგრაციულმა სალდომ -10,2 ათასი, ხოლო 2009 წელს 34,2 ათასი კაცი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე გავიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნაკადების შესაფასებლად გამოიყენეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთა შესახებ, სადაც ასახულია ქვეყანაში წლის განმავლობაში შემოსულთა და გასულთა რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით.