ხვალ, 18 აგვისტოს, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით თელავის უნივერსიტეტში სხდომას გამართავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თელავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
საჯარო შეხვედრა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირების და მოსახლეობის აზრის ასახვას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში.
შეხვედრაში მონაწილეებს აზრის გამოთქმის და კითხვების დასმის საშუალებაც ექნებათ.
ანალოგიური შეხვედრები მოსახლეობასთან საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ მხარდაჭერას საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.