ეს ცვლილება ხდება არა უბრალოდ საჭირო ცვლილების გამო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების მიზნით, - ამის შესხაებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ის გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კვირიკაშვილი ერთ-ერთი ღირსეული ადამიანია, რომელიც „ემსახურებოდა ქვეყანას და არა იმსახურებდა ქვეყანას“.
მისივე განმარტებით, მინისტრთა ახალი კაბინეტის დაკომპლექტება პრემიერის გადასაწყვეტი იქნება.
"მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იქნება პრემიერის გადასაწყვეტი, საპარლამენტო უმრავლესობა ვიმსჯელებთ მინისტრობის კანდიდატებზე. ეს ცვლილება ხდება არა უბრალოდ საჭირო ცვლილების გამო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების მიზნით. თვითმიზანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების დაჩქარებაა. სწორედ ეს არის ძირითადი არსი ამ ცვლილებებისა. შესაბამისად, მოთხოვნაც იქნება კონკრეტული იმ რეფორმებთან და გრძელვადიან გეგმასთან დაკავშირებული, რაც მომავალ მთავრობას უნდა ჰქონდეს“, - განაცხად აზოიძემ.