დღეს გამთენიისას თბილისი- ბორჯომი-ახალციხის მაგისტრალის წაღვერის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ,,ფორდ აკორდი" გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლი და მისი თანმხლები მგზავრი. შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს-ს შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილთა მანქანიდან ამოყვანის მიზნით დახმარებისთვის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართეს.
,,შემთხვევის ადგილზე დილის 5 საათზე მივედით. მძიმე ვითარება დაგვხვდა. ორივე მგზავრი გარდაცვლილი იყო და დაზიანებული მანქანიდან მათი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ჩვენი ეკიპაჟის წევრებმა სპეცაღჭურვილობის, კერძოდ მაკრატლის საშუალებით ოპერატიულად მოახერხეს დაზიანებული მანქანის გაჭრა და გარდაცვლილთა ამოყვანა"- განაცხადა შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა დავით ჭანტურიამ.