საერთოდ, პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე ახლა პასუხს არ გაგცემთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას
"ვერაფერს გეტყვით, ყურში არავის უჩურჩულებია ჩემთვის, არც პირადად არ უთქვამს. დღეს არის სხდომა და ვნახოთ, რა საკითხზე იქნება. უმრავლესობაში შიგადაშიგ ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთი შეხვედრა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და ერთ-ერთი შეხვედრაა დღეს. საერთოდ, პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე ახლა პასუხს არ გაგცემთ. ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება შიგნით იქნება ეს თუ გამოიწვევს კადრების გადაადგილებას, შესაძლებელი მგონია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე საჭიროა განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.