თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარტიის ცენტრალუ ოფისში, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
"ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.უმრავლესობის წევრებს მივცეთ საშუალება, რომ წაიმუშაონ. მე ვფიქრობ, რომ თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით. დანარჩენზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.