2010 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 81 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2 პროცენტით მეტია 2009 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), გერმანიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), ისრაელიდან (0,2 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
სებ-ში განმარტავენ, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე, გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი მოდიოდა.
2010 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.1 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ივლისში.