ხუთ თვიანი პაუზის ბაზარზე "აგარის შაქარ კომპანი" ბრუნდება. პროდუქციის წარმოებისათვის კომპანიას ნედლეული ბრაზილიიდან შემოაქვს და ყოველდღიურად 550 ტონა შაქარის წარმოებას გეგმავს. თუმცა მზარდი მოთხოვნის ფონზე საწარმო დღეში 600 ტონა პროდუქციის გამოშვებასაც შეძლებს. მენეჯმენტის ინფორმაციით, შაქრის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულზე მსოფლიოში კრიზისია, თუმცა კომპანიას უკვე დაკონტრაქტებული აქვს და საქართველოს პრობლემები არ შეექმნება. სასურსათო პროდუქციის ფასის ზრდასთან ერთად გაძვირდება თუ არა სამომავლოდ საქართველოში Aშაქარი, ამაზე მენეჯმენტი წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებს, რადგანაც შაქრის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფასი იქნება საქრის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულზე მსოფლიო ბირჯჟაზე.
თუმცა დღეისათვის "აგარის შაქარ კომპანი" შაქარს 50 კილოაინ ტომრებში აფასოებს, რომლესაც კომპანია 74,60 ლარად ყიდის.
წლის განმავლობაში ქვეყანა 120 ათას ტონა შაქარს მოიხმას და მენეჯმენტის გათვლებით, აგარის შაქარი წლის ბოლომდე ბაზრის 80%-ს დაიკავებს.
სტატისტიკური მონაცემებით თანახმად, 2009 წელს საქართველოში 50 ათას 408 დოლარის ღირებულების 105 007 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 1,2 %-ია. 2008 წელს კი ქვეყანაში სულ 66 ათას 24 დოლარის ღირებულების 160 ტონა შაქარია იმპორტირებული, რაც მთლიანი იმპორტის 1 %-ია.
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში შაქრის იმპორტი ბრაზილიიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, ტაილანდიდან და ინდოეთიან განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ აგარაში განტავსებული საწარმო საქართველოში შაქრის წარმოების ერთადერთი ქარხანა, რომელიც სტანდარტებით დადგენილი ნორმების შესაბამის თეთრ შაქარს დაარსების დღიდან (1932 წელი) აწარმოებს. ქარხანაში დასაქმებული 500 მუშა-მოსამსახურედან 95% ადგილობრივია და მათი საშუალო ხელფასი 600 ლარამდეა.