დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის წევრს ავთანდილ ლეკაშვილს 820 ჰა მიწა აქვს საკუთრებაში. აქედან დეპუტატი 482 ჰა საძოვარს დედოფლისწყაროს რაიონში ფლობს, 275 ჰა-ს ნინოწმინდის რაიონში და 63 ჰა სახნავ - სათეს მიწას შირაქში.
როგორც ლეკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მიწები მან მანამდე იყიდა, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა. მისივე თქმით, 1 ჰა საძოვარი 30 ლარად აქვს ნაყიდი, 1 ჰა სახნავ - სათესი კი 440 ლარად.
„ცხვარიც მყავს და ფერმაც მაქვს. ქონება მანამდე შევიძინე, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. წლების განმავლობაში ფერმერი ვიყავი", - განუცხადა ლეკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.