დღეს, 21:42:55 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიურ სამსახურში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ყვარლის რაიონის სოფელ საბუესა და შილდასთან დაფიქსირდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 3.7 ბალი შეადგინა.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.