17 და 18 აგვისტოს დაბა გუდაურს, მის მიმდებარე სოფლებსა და ფასანაურის ნაწილს (სულ 1 441 აბონენტს) 5 საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში~ აცხადებენ.
მათი ინფომაციით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზია 12"00 საათიდან 17"00 საათამდე "ენერგო-პრო ჯორჯიას ~მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე "გუდარი 2" წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაო.
სარეაბილიტაციო სამუშაოს დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს.